воскресенье, 22 июля 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

მოცემული  მოდული დამეხმარა წარმომედგინა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები.გავაზიარეთ ნამუშევრები და განვსაზღვრეთ დადებითი მხარეები.
ვიმსჯელეთ მთავარი კითხვის გარშემო:
როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით?
ყურადღება მივაქციეთმოდულის შეკითხვებს:
როგორ მოვამზადო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად?
როგორ გავუზიარო კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი?
განვიხილეთ პორტფოლიოს შექმნა.
ვიმსჯელეთ პროექტის ჩვენების დადებით მხარეებზე.
ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეთა პროექტების დემონსტრირებაზე,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადებაზე.
ვიმსჯელეთ, თუ რა არის პორტფოლიოს ჩვენების მიზანი.
კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან სწავლის პროცესზე დიდ გავლენას იქონიებს პროექტებით სწავლება,რომელიც საკმაოდ ეფექტურია მიზნის მისაღწევად.

четверг, 19 июля 2018 г.

მეორე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა სასწავლო პროექტის დაგეგმვაში გამომევლინა სტანდარტით განსაზღვრული შედეგები.
ვიმსჯელეთ მთავარი კითხვის გარშემო:როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლებისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.გავეცანით დამატებით რესურსებს.
მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების გათვალისწინება პროექტზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.
გავარკვიეთ,რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები გამოიყენება რამდენიმე თვალსაზრისით.შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

среда, 18 июля 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა,თუ როგორ ხდება  სასწავლო პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
განვიხილეთ,თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ინდივიდუალური კომპიუტერული სწავლების პრაქტიკა.ვიმსჯელეთ მოდულის  საკვანძო კითხვების გარშემო:
1.როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
2.როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?

განვიხილეთ,თუ როგორ დავსვათ კითხვები მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისათვის.
განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა.
შევქმენით ფასილიტაციის პრეზენტაცია.

понедельник, 16 июля 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა,თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად მოსწავლეთა წარმატებისათვის.ვიმსჯელეთ კითხვებზე:
როგორ შემიძლია ხელი შევუწყო ჩემს მოსწქავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ?
როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
გასათვალისწინებელია მოსწავლეთა დიფერენცირებული საჭიროებები.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გამოყენებული ოთხი დონე:
1.შინაარსი
2.პროცესი
3.პროდუქტები
4.სასწავლო გარემო
გავეცანით თვითრეგულირების უნარის განვითარებას მოსწავლეებში.ყურადღება მივაქციეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენებას თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის.
მოცემული მოდული ასევე  დამეხმარა ,თუ როგორ მოვამზადო მასალები მოსწავლეთა წარწარმატების ხელშეწყობის მიზნით.მიმოვიხილეთ პროექტის გეგმა.

среда, 11 июля 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა მოსწავლეთა პროექტების შეფასების განხილვაში.დავაკონკრეტეთ,თუ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.გავარკვიეთ,რომ შეფასების რუბრიკაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე,სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას გამოყენებულ მრავალფეროვან პროდუქტებზე.
შევაფასეთ ჩვენს მიერ შესრულებული პრეზენტაციის ნიმუშები და გავაკეთეთ შესაბამისი კომენტარები თითოეული სლაიდისათვის.გავაკეთეთ უკუკავშირი.
შევადარეთ ერთმანეთს ვირტუალური ელჩისა და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებები.ვიმუშავეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსიაზე(გავეცანით ნიმუშს).
გავეცანით შეფასების დაგეგმვის ცხრილს,სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს,შეფასების გეგმის ჩეკლისტს.
განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასება,ჟურნალის შაბლონი.

понедельник, 9 июля 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მოცემული მოდული დაგვეხმარა  შეფასების ს/ს ფორმის განხილვაში..დავუკავშირეთ ეს მეთოდი ჩვენს თემას.გავეცანით წინარე ცოდნის საჭიროებების დადგენას.
ვიმსჯელეთ სასწავლო ნიმუშების შექმნის გარშემო.
გავარკვიეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება,მოსწავლეთა პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი.ვისაუბრეთ პრეზენტაციის ნიმუშის შექმნის,პუბლიკაციის ნიმუშის შექმნის გარშემო.
გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას. ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე.

среда, 4 июля 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

   მოცემული მოდული დამეხმარა  შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვაში.დავაკონკრეტეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები.გავარკვიეთ,რომ პროექტის შეფასების დროს გვაქვს 5 მიზანი:4 განმავითარებელში და 1 -  განმსაზღვრელში.ესენია:
1.მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება.
2თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
3.პროგრესის მონიტორინგი.
4.ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
5.მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტა
ნდარტთან შესაბამისობით.
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.ასევე განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მაგალითი,რომელიც გვიჩვენებს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე დაწყებამდე,პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.
განვიხილეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად,შეფასების დაგეგმვა.
შევქმენით პრეზენტაცია თემის შესახებ.
დავგეგმეთ პრეზენტაცია,შევქმენით მონახაზი,მოვამზადეთ პრეზენტაციის ძირითადი ელემენტები,..
დავიწყეთ პროექტის სლაიდების შექმნა.